წიგნიერების მიმართულება

Accounting Technologies

მემორანდუმი გამომცემლობებთან

18 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ეროვნული სასახლეში წიგნიერების დღეები ,,წიგნიპედია" გრძელდება.
 ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის ინტერნეტ-პორტალის ,, წიგნიპედიის" პრეზენტაცია: www.tsignipedia.ge
 ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ წიგნიერების და საბავშვო წიგნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა გამომცემლობებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.
 ასევე, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ეროვნული სასახლის დირექტორსა და გამომცემლობების ხელმძღვანელებს შორის.
მემორანდუმი გაფორმდა: „სულაკაურის გამომცემლობა“, გამომცემლობა ,,ინტელექტი“, გამომცემლობა „ქარჩხაძის “, „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო“, გამომცემლობა ,,არტანუჯი“, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი, გამომცემლობა ,,სეზანი“, გამომცემლობა ,,პეგასი“, გამომცემლობა „საუნჯე“, საქართველოს აკადემიური გამომცემლობა „საგა“, გამომცემლობა ,,კლიო".
მემორანდუმის მიზანია: საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობისათვის ფართო საგანმანათლებლო და შემეცნებითი გარემოს შექმნა. ასევე, ურთიერთშეთანხმებით ერთობლივი პროექტების/აქტივობების განხორციელება მოსწავლე-ახალგაზრდების წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობისთვის.
 „მოხარული ვარ, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ვაწერთ ხელს, ეს სიახლე მოგვცემს საშუალებას, ახალგაზრდა თაობას შევთავაზოთ კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროექტები ხარისხიანი ცოდნის შესაძენად. მჯერა, რომ ეროვნული სასახლესა და თქვენთან ურთიერთობა განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება"- განაცხადა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ.