Accounting Technologies

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე - 2020

 5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში, ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბის წევრებმა, სასახლის მიმართულებების მოსწავლეებმა, დირექტორმა თიკა რუხაძემ, მიმართულებების ხელმძღვანელებმა, პედაგოგებმა და თანამშრომლებმა საჯაროდ წაიკითხეს ცნობილი ნაწარმოებები.
მწერლებმა: ნინია სადღობელაშვილმა, ირმა მალაციძემ და ლელა ცუცქირიძემ მოსწავლეებს წაუკითხეს ნაწყვეტები საკუთარი საბავშვო მოთხრობებიდან.
სასახლის ფოეში მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა ფასდაკლებით, რომლის ფარგლებში, წიგნების შეძენის მსურველებს შეეძლოთ შეეძინათ საქართველოს წამყვანი გამომცემლობების რჩეული და ახალი გამოცემული ლიტერატურა. საგანმანათლებლო-შემეცნებითმა აქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ბევრი მკითხველი ჩაერთო.
 მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე წელს მეოთხედ უერთდება ამ მასშტაბურ ღონისძიებას. ღონისძიების ინიციატორია ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ და მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიარდს აღწევს.