Accounting Technologies

დედაენის დღე

დედაენის დღე მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკამ სამკითხველო დარბაზში ყველაზე პატარა მკითხველებთან ერთად აღინიშნა. ღონისძიება „წიგნიერების პროექტის“ ფარგლებში გაიმართა. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ქეთევან კალანდაძემ ბავშვებს უამბო დედაენის დღის, დედაენის და პირველი საკითხავი წიგნების შესახებ. მწერალმა ირმა მალაციძემ კი პატარებს ქართველი საბავშვო პოეტის, ნათია ჯანაშიას საბავშვო ლექსები და გამოცანები გააცნო და ზოგადად საბავშვო წიგნის შესახებ ესაუბრა. პატარებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნები.
ბავშვებმა დაათვალიერეს ამ დღისადმი მიძღვნილი ძველი და თანამედროვე საბავშვო წიგნების სხვადასხვა გამოცემა.