
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2019
1 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში ბიბლიოთეკის მკითხველთა კლ...
27 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში, სასახლის ბიბლიოთეკამ (ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე, პედაგოგები ლელა ცუცქირიძე , ირმა მალაციძე) ქართული საბავშვო წიგნის დღე აღნიშნა. მოსწავლეები შეხვდნენ საბავშვო მწერლებს, ცნობილ ავტორებს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბის წევრები, 55-ე საჯარო სკოლის, სკოლების „ალბიონი“, „ოლიმპი“ უმცროსკლასელები და პედაგოგები. მწერლებმა მარიამ წიკლაურმა, გივი ჩიღვინაძემ, მაია კარსელმა, თეა ლობჟანიძემ, ლალი ჯაფარაშვილმა, ლელა ცუცქირიძემ, ირმა მალაციძემ ისაუბრეს ქართული საბავშვო წიგნის, პერიოდიკის ისტორიაზე, ქართული საბავშვო წიგნის დღის მნიშვნელობაზე, მოსწავლეებს გააცნეს ბიბლიოთეკაში დაცული რარიტეტული საბავშვო გამოცემები, წაიკითხეს საკუთარი ლექსები, მოთხრობები, მოზარდებს შესთავაზეს სახალისო ლიტერატურული თამაშები, გამოცანები, უპასუხეს მათ საინტერესო კითხვებს. ღონისძიების მონაწილეებისგან ინტერვიუები აიღეს მედიასტუდია "დროს" მოსწავლეებმა.