
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2019
1 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში ბიბლიოთეკის მკითხველთა კლ...
23 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნა.
სპეციალურად წიგნის საერთაშორისო დღის ფარგლებში, ეროვნული სასახლის პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა რამდენიმე ღონისძიება გამართეს.
ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზს, თბილისის ზღვის უბანში მცხოვრები ათშვილიანი ოჯახის პატარებთან ერთად, ესტუმრა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე - თამარ ტალიაშვილი.
ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში სტუმრებს სამახსოვროდ გადასცა წიგნები და ბიბლიოთეკის სამკითხველოში მიიწვია. სტუმრებთან და ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბის მოსწავლეებთან წიგნიერების და საბავშვო წიგნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს თამარ ტალიაშვილმა და თიკა რუხაძემ.
მოზარდებმა დაათვალიერეს ,, გამოუცემელი წიგნების გამოფენა". საბავშვო მწერლებმა ირმა მალაციძემ და ლელა ცუცქირიძემ მათ თავიანთი შემოქმედებიდან ჯერ გამოუქვეყნებელი ლექსები წაუკითხეს.
სტუმრები ასევე ეწვივნენ ეროვნული სასახლის მუზეუმს. მუზეუმის თანამშრომელმა მოზარდებს გააცნო ინფორმაცია სასახლის შენობის 200 წლიანი ისტორიის შესახებ, ესაუბრა სასახლის როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე დაათვალიერეს მუზეუმის უნიკალური ექსპოზიციები.
ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ბაღში მოეწყო ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ოცზე მეტმა ქართველმა გამომცემელმა და გამავრცელებელმა, ამ დღესთან დაკავშირებით წიგნები განსაკუთრებული ფასდაკლებით შესთავაზა მკითხველს. დღის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, ახალი წიგნების პრეზენტაციები და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული აქტივობები. ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკამ თბილისის მე-17 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს სამკითხველო დარბაზში უმასპინძლეს. საბავშვო მწერლებმა ლელა ცუცქირიძემ, გივი ჩიღვინაძემ, ინეზა ბერძულმა, მზია მექერიშვილმა თავიანთი ნაწარმოებები წაუკითხეს პატარებს. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ქეთევან კალანდაძემ უამბო მათ სასახლის ბიბლიოთეკის შესახებ და გააცნო მისი ისტორია.
23 აპრილი წიგნის და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა და 1995 წლიდან იუნესკოს მიერ მხარდაჭერილია. აღნიშნული თარიღი უკავშირდება შექსპირის, დე ლა ვეგას და სერვანტესის გარდაცვალების დღეს. ეს დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება, იმართება წიგნის ფესტივალები, გამოფენები და გაყიდვები.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე გილოცავთ წიგნის საერთაშორისო დღეს.