Accounting Technologies

"ჩვენი სამყარო -აუტიზმი და საზოგადოება"

მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში სასახლის ბიბლიოთეკის (ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე) ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება "ჩვენი სამყარო -აუტიზმი და საზოგადოება", რომლის მიზანი აუტიზმის შესახებ საზოგადოების, მოზარდების ცნობიერების დონის ამაღლება გახლდათ. ღონისძიებაში მონაწილეობდენ ბიბლიოთეკის მკითხველები, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის, ასოციაცია ,,პორტიჯის“, ნეიროგანვითარების ცენტრის წარმომადგენლები და სხვები. 
ფსიქოლოგმა ნინო ოქროსაშვილმა ისაუბრა აუტიზმის მდგომარეობაში მყოფი ბავშვები ფსიქომოტორიკის თავისებურებებზე, მათ ურთიერთობაზე გარესამყაროსთან. ფსიქოლოგმა ქეთი დიაკონიძემ, რომელსაც ამ საკითხზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მშობელმა მარი კორკოტაძემ ყურადღება გაამახვილეს საზოგადოების დამოკიდებულებაზე პრობლემისადმი, უპასუხეს დამწრეთა შეკითხვებს. ბიბლიოთეკის პედაგოგმა, ჟურნალისტმა ირმა მალაციძემ აუდიტორიას გააცნო ინფორმაცია აუტიზმის მდგომარეობაში მყოფ ცნობილ წარმატებულ ადამიანებზე; გამომცემლობა „არტანუჯის“ ხელმძღვანელმა მაია კუდავამ წარადგინა ამ საკითხისადმი მიძღვნილი წიგნი „ფაზლი, ეტლი, წინდა“. გაიმართა აუტიზმის მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ნახატების გამოფენა, სლაიდშოუ.