
წიკლაური მარიამ
მარიამ წიკლაური, პოეტი. დაიბადა 1960 წლის 18 მარტს, თბილისში. 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივ...
დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ მოხვაში 1960 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“, იყო „სალიტერეტურო გაზეთის“ პასუხისმგებელი მდივანი, გაზეთ „შარავანდის“ პასუხისმგებელი რედაქტორი, გაზეთ „რაეოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. ახლა არის გამომცემლობა „საუნჯის“ რედაქტორი.
მისი ლექსები, მოთხრობები და საბავშვო ნაწარმოებები დიდი ხანია იბეჭდება ქართულ სალიტერატურო და საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში. არის ლიტერატურულ კონკურს „პენ-მარათონის“ ოთხგზის ფინალისტი და პრიზიორი, ლიტერატურულ კონკურს „ლექსების გამოფენის“ სამგზის ფინალისტი, წმინდა ნინოს სახელობის ფესტივალის ორგზის გამარჯვებული, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურს „ერთგულების“ სპეციალური პრიზის მფლობელი, ლიტერატურულ კონკურს „ემიგრანტის წერილის“ გამარჯვებული (მეორე ადგილი პროზაში), ლიტერატურულ კონკურს „თუთას“ ფინალისტი, საბავშვო ლექსების კონკურს „ბუკნაჭოს“ გამარჯვებული (პირველი ადგილი), იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი.
არის საჩხერის საპატიო მოქალაქე.
გამოცემული აქვს თორმრტი წიგნი - მოთხრობებისა და ლექსების კრებულები, საბავშვო წიგნები, ისტორიული გამოკვლევები...
ინტერვიუ გივი ჩიღვინაძესთან >>