
წიკლაური მარიამ
მარიამ წიკლაური, პოეტი. დაიბადა 1960 წლის 18 მარტს, თბილისში. 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივ...
დაიბადა თბილისში 1957 წლის 28 ივლისს.
1974 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა და ამავე სკოლასთან
არსებული მუსიკალური ათწლედი, ფორტეპიანოს კლასი.
1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ)
ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1980 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში,
ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში.
დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: დავით ჯიმშერის ძე
ჩოლოყაშვილის ცხოვრება და შემოქმედება.
2001 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობები.
2012 წლის მარტში თამრი ფხაკაძე იყო ლიტერატურული საიტის, „
ურაკპარაკის“ სალიტერატურო კონკურსის, „ლიტბუნიობა“ (პროზა)
ჟიურის წევრი.
ჰყავს ქალიშვილი, ნინო კაპანაძე, მხატვარი-დიზაინერი და ორი შვილიშვილი
საბავშვო წიგნები:
2007-2009 - საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებული ხაჭაპური“, გამომცემლობა პალიტრა L“
ხაჭაპური“ - საბავშვო პოემა, გამომცემლობა (პალიტრა L“, 2010)
გიო აფრიკაში“ - საბავშვო პოემა, გამომცემლობა (პალიტრა L“, 2011)
გლობუსას და ლუკას თავგადასავალი“ - სათავგადასავლო ზღაპარი, (გამომცემლობა პეგასი“, 2011)
მხიარული მატარებელი“ - საბავშვო პოემა (გამომცემლობა პალიტრა L“ 2012)
მოძრავი ციფრები“ - (მოძრავფიგურებიანი წიგნი, ლექსები 2012)
სამი საახალწლო ზღაპარი“ - ზღაპრების კრებული (საგამომცემლო სახლი ტრიასი“ 2012)
ანბანთქება“ - ლექსები (გამომცემლობა პალიტრა L“ 2012)
ილუსტრირებული კალენდარი ბავშვებისთვის. ლექსების ავტორი თ.ფხაკაძე. გამომცემლობა პალიტრა L“ 2012
თეატრალური დადგმები
ხავსისქუდას ოინები“ - თოჯინების სახელმწიფო აკადემიური თეატრი (2005)
გაფრენა“ - ხულოს თეატრი (2009), რეჟისორი როინ სურმანიძე; ბოლნისის მუნიციპალური თეატრი (2010), რეჟისორი ზურაბ
ხვედელიძე.
ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ - ზესტაფონის სახელმწიფო დრამატულ თეატრი (2010), რეჟისორი მამუკა ცერცვაძე; თავისუფალი
თეატრი“ (2011), რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი.
რადიოდადგმები
გაკვეთილი,“ - საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო-თეატრი, რეჟ. ბადრი მიქაშავიძე, 2002.
სანამ დაგვიძახებენ“ - საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო-თეატრი, რეჟ. ბადრი მიქაშავიძე, 2004.
პრემიები და ჯილდოები
სერიულმა ზღაპარმა პატარა ბაყაყის, კიკის ამბები“ გაიმარჯვა გამომცემლობა დიოგენეს კონკურსში „საბავშვო პროზა-96“, 1996
მეორე პრემია ლიტერატურულ კონკურსში „ლუარსაბ თათქარიძე“ ნოველისთვის ჟამი არს რისა?, 2001
მესამე პრემია მოთხრობისათვის გაკვეთილი გამომცემლობა დიოგენეს კონკურსში „პენ-მარათონი 2002“
ასოციაცია „კვალის“ სალიტერატურო კონკურსის შედეგებით, მოთხრობა ორმაგი დღე შევიდა გამარჯვებულ ხუთეულში, 2003.
ლიტერატურული პრემია „საბა“, ნომინაცია „„წლის საუკეთესო დებიუტი“, მოთხრობების კრებულისათვის სანამ დაგვიძახებენ“, 2004“
გაზეთ „კვირის პალიტრის“ სპეციალური პრემია მოთხრობისათვის ბოსტანი კონფლიქტის ზონაში, 2005
„ოქროს ბუმბული“ საბავშვო რომანისათვის „გრელცხვირა ჯადოქარი მარსია, მეფე ბუთხუზ პირველი და სხვები,
2009.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია ნომინაციაში: „წლის საუკეთესო
პროზაული კრებული“, წიგნისათვის „გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია“, 2017