
წიკლაური მარიამ
მარიამ წიკლაური, პოეტი. დაიბადა 1960 წლის 18 მარტს, თბილისში. 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივ...
მაია კარსელი.დაიბადა 1960 წლის 27 სექტემბერს, თბილისში.
1967-1977 წლებში სწავლობდა №55 სკოლაში.
1977-1982 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1978 წლიდან არის გაზეთ “წიგნის სამყაროს“ კორესპოდენტი.
1979 წლიდან - ჟურნალ”დროშის“ კორესპონდენტი.
1983 წწლიდან _ “საქართველოს ლიტერატორთა ცენტრის“ წევრი. ლიტერატურულ გაზეთ “რუბიკონის“ კრიტიკისა და პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე.
1995 წლიდან დღემდე საბავშვო ჟურნალ “„კოკროჭინას სკოლის“, მინი-ჟურნალის “შეავსე და აფერადე“, გაზეთ “კოკროჭინას“ “საბავშვო კროსვორდებისა“ და გაზეთ “კირკიტელას“ რედაქტორი.
1996 წ. “საბავშვო ახალგაზრდული პრესისა და ლიტერატურის ასოციაციის“ თავმჯდომარე. არის “„იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების“ და “მწერალთა კავშირის“ წევრი.
შემოქმედება:
1970 წლიდან არის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის ლიტერატურული წრის წევრი და მისი საბავშვო ჩანახატები იბეჭდება გაზეთ “„გაზაფხულში“. 1971 წლიდან მისი საბავშვო ნაწარმოებები და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები სისტემატიურად იბეჭდება გაზეთ “„ნორჩ ლენინელში“ (“ნერგი), “პიონერში“, “ნაკადულში“, ჟურნალ “„დილაში“, “თბილისში“, “საქართველოს ქალში“, “„ცისკარში“, “დროშაში“.
ავტორის ლექსები შესულია გამომცემლობა “ელფის“ მიერ გამოცემულ წიგნში “ჩემი პირველი ლექსების წიგნი“ და “ჩემი პირველი ქრესტომათია“; „გამომცემლობა “ლოგოს პრესის“ მიერ გამოცემულ ლექსების კრებულში, გამომცემლობა “გორგას“ მიერ გამოცემულ კრებულში “საახალწლო ლექსები“ და ა. შ.
1975-76 წლებში მონაწილეობას იღებს რადიო და სატელევიზიო გადაცემებში, საკუთარი საავტორო ნაწარმოებებით. არის საბავშვო კრებულების ავტორი: “წვიმავ-წვიმავ“, “სტაფილო-უზარმაზარი“, “მხიარული რითმოცანები“, “„გამოიცანი, ვინ ვარ“, “„ცირკი“, “გამოცანები ცხოველებზე“, “ჩემი საშობაო საგანძური“, “„მხიარული გამოცანები“, “ჩემთან გინდა თამაში“, “ნამცეცა ზღაპრები“ , “შეისწავლე ფერები“, “ჩემი სოფლის ცხოველები“, “მხიარული ცხოველები“, “რვა ძილისპირული“;
2014 წ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა მისი “ფერადი ლექსები“.
1996 წელს – გაზეთი “კოკროჭინა“ პრესის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა და დაჯილდოებულია სამთავრობო პრესცენტრის სპეციალური ჯილდოთი.
2000 წელს – სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევის თანახმად, საბავშვო პრესაში “„კოკროჭინას“ პირველი ადგილი უჭირავს.
2011 წელს „Save the children“ “-ის მიერ მოწყობილ სატელევიზიო სცენარების კონკურსში მაია კარსელის საბავშვო პიესამ მოიპოვა გამარჯვება.
ასოციაციის ინიციატივით, ტ/კ მე-7 არხის, შემდეგ ტ/კ “კავკასიის” ბაზაზე ეთერში გადიოდა ტელეგადაცემა: “კოკროჭინა“.
2013 წლიდან მას საპატრიარქოს რადიო “ივერიაში“ მიჰყავს საბავშვო გადაცემა “წიგნის მეგობართა კლუბი“.