Accounting Technologies

მაია გელაშვილი

მაია გელაშვილი დაიბადა სიღნაღის რ-ნ სოფელ ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერში. (იმხანად იქ სამშობიარო იყო გახსნილი).

1987 წელს დაამთავრა თბილისის 54-ე საშუალო სკოლა. პარალელურად სწავლობდა კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ ათწლედში ვიოლინოს სპეციალობით.

1990-1995 წლებში სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში თეორიულ განყოფილებაზე, ფოლკლორის სპეციალობით.

1996-2014 წლებში მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად თბილისის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში: რაინდთა საავტორო სკოლაში ფოლკლორის მასწავლებლად, დიდუბის რაიონის #1 მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში მუსიკის მასწავლებლად, თბილისის სკოლა-ლიცეუმთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში ხალხური სიმღერების მასწავლებლად.

2004 წლიდან ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ “ნანინას” წევრია. 2013 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი `მხიარულ-ბრაზიანი ბატონები”. 2015 წლიდან მუშაობს ქ.ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელად. აგრეთვე ხელმძღვანელობს გოგონათა გუნდს და ამავე ცენტრთან არსებულ გოგონათა ანსამბლ

`სამშვენისს”.

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

 

 

ინტერვიუ მაია გელაშვილთან >>>