Accounting Technologies

ნატო დავითაშვილი

ბიოგრაფია:

ნატო დავითაშვილი. დაიბადა ქალაქ თბილისში 1964 წლის 3 ივლისს. მიღებული აქვს ტექნიკური განათლება. 1990-იან წლებში იყო სარედაქციო-საგამომცემლო საქმის სპეციალისტი. 2000-იანი წლებიდან ფენტეზის ჟანრში წერს. ნატო დავითაშვილი ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

წიგნები:

• "ამბავი ლილე იროელისა”, (ფსევდონიმით – ჯორჯი ვაშატელი) `ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2007

• "როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან”, `ქარჩხაძის გამომცემლობა”, 2009

• "ამბავი ლილე იროელისა” (განახლებული გამოცემა), `ქარჩხაძის გამომცემლობა”, 2010

•"ნისლებში და ნისლებს მიღმა”, `ლოგოს პრესი”, 2011

• "ოთხი მხარე და ოთხი სვეტი”, `ქარჩხაძის გამომცემლობა”, 2012

•"პატარა დინოზავრი დინდინელა”, საუნჯე, 2013

•"ლურჯი სუფრის მოცეკვავე”, `ქარჩხაძის გამომცემლობა”, 2013

•"აიას გზა”, `წიგნები ბათუმში”, 2015

• `მთვარის შვილობილები”, `ქარჩხაძის გამომცემლობა”, 2017

პრემიები და ჯილდოები:

`ოქროს ბუმბულის” ლიტერატურული პრემია ქარჩხაძის გამომცემლობის და ბაზისბანკის მიერ ჩატარებული საბავშვო პროზის კონკურსზე, რომანისათვის

`როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან”, 2008

ლიტერატურული კონკურსის `გალას” ნომინანტი - `როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან”, 2009

•`გალა”, (ლიტერატურული პრემია) რომანისათვის `ნისლებში და ნისლებს მიღმა”, 2011

ლიტერატურული კონკურსის `გალას” ნომინანტი - `ოთხი მხარე და ოთხი სვეტი”, 2012

 

 

ინტერვიუ ნატო დავითაშვილთან >>