Accounting Technologies

ლელა ცუცქირიძე

  მწერალი, საბავშვო მწერალი,  მხატვარ-ილუსტრატორი.

დაიბადა  1964 წელს,  თბილისში.  დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის  ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საბავშვო გადაცემებსა და რედაქციებში.

ამჟამად მუშაობს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, მკითხველთა კლუბის პედაგოგად, ნოდარ დუმბაძის ფონდის საკვირაო სკოლის „ზურიკელას სკოლის“ პედაგოგად,  ამონაშვილის საავტორო ბაღის „ბასტი ბუბუს“  სამხატვრო მენეჯერად.

არის სხვადასხვა ლიტერატურული და შემოქმედებითი პროექტების მონაწილე, სხვადასხვა ლიტერატურული პრემიის ლაურეატი და ნომინანტი ჯი-პრაიდის ტექსტების ავტორი,    საბავშვო სიმღერების ტექსტების ავტორი;

იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში.  მისი ტექსტები შესულია სასკოლო  სახელმძღვანელოებში, ანთოლოგიებში, ალმანახებსა  და    კრებულებში,  მათ შორის,  ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) და უცხოურ -  გერმანულ, ბერძნულ,  რუსულ, ლიტვურ  ლიტერატურულ კრებულებსა და  ალმანახებში.

თარგმნილია ინგლისურ,  გერმანულ, ბერძნულ, ლიტვურ,  უკრაინულ,  რუსულ, ენებზე.  

მისი  ნახატები ინახება საქართველოს, ლიტვის, აშშ-ს კერძო კოლექციებში.

ჰყავს ერთი შვილი,  ელისაბედ ფირცხალავა.

ინტერვიუ ლელა ცუცქირიძესთან >>

გამოცემული საბავშვო წიგნები

  • „ატუსა და მატუსა“, საბავშვო პროზა,  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2020წ;
  • „თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა“, საბავშვო ზღაპარი, გამომცემლობა „პალიტრა ლ“, 2019წ.;
    „მწერლობანა“,  საბავშვო, გამომცემლობა „სეზანი“,  2019წ.
  • “სახალისო ანბან-ლექსები სხვადასხვა აქტივობით“, საბავშვო,  საქართველოს აკადემიური გამომცელობა „საგა“, 2019წ.
  • „დათუნია ბრუუს თავგადასავალი“,  საბავშვო პროზა, გამომცემლობა „შემეცნება“,2019წ.
  • „მხიარული ოჯახი ...და სხვებიც“, საბავშვო პროზა,  გამომცემლობა  „საგა“, 2017წ.
  • „წარმოიდგინე, ელისაბედ“,   ლექსების კრებული, (გამომცემლობა „საუნჯე“, 2016წ).
  •  „ზანზარას და ჩუს თავგადასავალი“,  საბავშვო პროზა,  გამომცემლობა „დილა“, 2017.
  • „ბიბლიური იგავები“ (ადაპტირებული ტექსტი ბავშვებისთვის),  ქარჩხაძის გამომცემლობა,   2016წ.);
  • „დეიდა საშაქრე და ძია სამარილე“  საბავშვო   ზღაპარი,(ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2015წ);
  • „ხრუპუნა ფინჯანი“, საბავშვო ზღაპარი,  (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2015წ);
  • „თხუპნია ქვაბი“,  საბავშვო ზღაპარი,  (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2015წ);
  • ”ნაძვის ხის მოსართავი ლექსები” , ვასო გულეურთან ერთად, საბავშვო ლექსები,  (გამომცემლობა „დიოგენე“, 2012 წ.);
  •  ”გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი” ,  საბავშვო პროზა,  (გამომცემლობა „დიოგენე“,  2011 წ.);