Accounting Technologies

ლელა გაბური

ბიოგრაფია

დაიბადა 1967 წლის 8 მარტს, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში.

 1984 წელს დაამთავრა სოფ. გამარჯვების საშუალო სკოლა.

1987-1993 სწავლობდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, საკურნალო ფაკულტეტზე. 2006 წელს  დაიცვა დისერტაცია თემაზე: ტრადიციული მედიცინა და ბიოეთიკის საკითხები საქართველოშიდა მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება. მუშაობდა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში. მათ შორის, საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებაში, საქართველოს სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიაში, სატაძრო მედიცინის ცენტრში ბარისახოს ამბულატორია-დღის სტაციონარში“. არის ააიპ ,,ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის დამფუძნებელი. ამჟამად საოჯახო სასტუმრო „ლულუს“ დირექტორია. სხვადასხვა დროს გამოცემულის აქვს 4 პოეტური კრებული და 2 საბავშვო პროზაული კრებული, სამეცნიერო შრომები ხევსურული ფოლკლორის, რელიგიისა და მედიცინის ისტორიის საკითხებზე.

ჯილდოები

1998 -  საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია პოეტური კრებულისათვის ყამარის ლექსი

2015 -  სახელმწიფო ჯილდო მედიცინაში გაწული ღვაწლისათვის, მედიცინის სიამაყე -2015“

 2016 -სახელმწიფო წარმატებული საქმიანობისათვის წლის ხელმძღვანელი- 2016”

 

ინტერვიუ>>

წიგნები>>