Accounting Technologies

ბონდო მაცაბერიძე

ბონდო მაცაბერიძე დაიბადა 1959 წლის 20 მარტს. 1990 წელს დაამთავრა მოსკოვის
ა.მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი პოეზიის ფაკულტეტი.1995 წლიდან არის
საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.1989 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული
„თმენის ფორმულა“, გამომცემლობა „მერანი“. ავტორია 21 ზღაპრებისა და ლექსების კრებულების.
მიღებული აქვს ჯილდოები:საქართველოს სახელმწიფო პრემია - 2003 წელი;შიო მღვიმელის
სახელობის საბავშვო პრემია - 2004 წელი;2010 წელს წიგნი „ზღაპრები ბექნა ბიჭზე“
საბავშვო წიგნის II ფესტივალზე გამოცხადდა გამარჯვებულად ნომინაციაში - „წლის საუკეთესო
ზღაპრები“ (საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი); არის ასტრიდ ლინდგრენის
პრემიის ნომინანტი - 2018-2019 წწ.
ბონდო მაცაბერიძის ზღაპრები თარგმნილია და ცალკეული კრებულების სახით გამოცემულია
გერმანიაში, ავსტრიაში, რუსეთში, უკრაინასა და ლიტვაში.