Accounting Technologies

გიორგი კეკელიძე

დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წელს. სწავლობდა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N1 საშუალო სკოლაში.

2001-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

2006 წელს უნივერსიტეტში მეგობრებთან ერთად დაიწყო გამოშვება ჯერ გაზეთის, შემდეგ კი

უკვე ჟურნალის სახელწოდებით . ჟურნალის გამოშვება გადაიზარდა პორტალში ლიბ.გე. ლიბ.ჯი იყო პირველი ქართული ინტერნეტ-ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს ათიათასზე მეტ ორიგინალურ და ნათარგმნ ტექსტს.

2006-2008 წლებში მუშაობდა რუსთავის 2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული

ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.

2009-2010 წლებში იყო რადიო ქალაქის“ ლიტერატურული გადაცემის - ლიტერატურული ქალაქი“ - ერთერთი

წამყვანი დათო ქართველიშვილთან და ნესტან-ნენე კვინიკაძესთან ერთად.

2010 წლიდან მისი ინიციატივით ლიტერატურულმა პორტალმა ლიბ.გე-მ როკ-კლუბთან“ ერთად დააარსა

ყოველკვირეული არტ-საღამოები.

2011 წელს აფუძნებს ლიბ.გე-სა და fortline Georgia -ს ერთობლივ დისკუსიების ციკლს და არის

ამ დისკუსიების მოდერატორი.

2010 წლიდან კითხულობს ლექციებს თავისუფალ უნივერსიტეტში კლასიკურ ლიტერატურაში,

ასევე ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიას - აგრარულ უნივერსიტეტში.

2011 წელს “რადიო მწვანე ტალღა“ და ელექტრონული ბიბლიოთეკა ლიბ.გე-ს რადიო-პროექტის

“ლიტერატურა და სხვა“ წამყვანი.

2010-2012 წლებში იყო ჟურნალ “ტაბულას“ ლიტერატურული მიმომხილველი და მესვეტე,

სატელევიზიო გადაცემა “წითელი ზონის“ პროდიუსერი, ჟურნალების - “ ფოკუსი“ და “ თბილისი-აუტის“

ლიტერატურული მიმომხილველი. 2012 წლიდან უძღვებოდა ტელე-გადაცემას “ ინტერპრეტაცია“, სადაც

მოწვეულ სტუმრებთან ერთად საუბრობენ ლიტერატურაზე, რომელსაც სკოლაში და უნივერსიტეტებში

ასწავლიან, ტექსტების ახლებურ ინტერპეტაციაზე.

2012 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი “ლიბ-ეკვილიბრიუმი“ და “ლიბ-კლუბი“, რომელიც

ძირითადად სტუდენტებს აერთიანებს და სოციალური და საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს.

2012 წელს იგი გახდა გადაცემა “ ლიტარეას“ ავტორი და წამყვანი. ამ გადაცემისთვის მას მიენიჭა

წლის ლიტერატურული პრემია “ოქროს ფრთა“. 2012 წელს საერთაშორისო აუდიო-პორტალზე Lყრიკლინე.

ორგ გაიხსნა ავტორის ორენოვანი გვერდი.

2012 წელს კეკელიძე გახდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბ-ლიოთეკის გენერალური

დირექტორი. იგი 27 წლის ასაკში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე

ახალგაზრდა ხელმძღვანელია.

2013 წელს გიორგი კეკელიძე ვაშინგტონში შეხვდა კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს, ჯეიმზ

ბილინგტონს. შეთანხმების შედეგად ქართული ციფრული არქივები მსოფლიო დიგიტლაციის

არქივისთვის გაიხსნა, ხოლო ამერიკის არქივები საქართველოსთვის. ამავე ვიზიტისას ეროვნულ ბიბლიოთეკას გადმოეცა ზალდასტანიშვილების ბოსტონის არქივი და გრიგოლ დიასამიძის ნიუიორკული არქივი. კონგრესის ბიბლიოთეკაში გაიმართა გიორგი კეკელიძის პოეზიის საღამო 2013 წელს მისი ინიცატივით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა საქართველოში ყველაზე

დიდი ელექტრონული დარბაზი - 40 პლანშეტური კომპიუტერი, თავისუფალი ინტერნეტ-ზონა (პუფებით, სავარძლებით, ელექტრონული მკითხველებით), გამომცემლობების კუთხე უახლესი წიგნებით, საპრეზენტაციო და კინო-კუთხე, ასევე ქართველოლოგიის ელექტრონული დარბაზი და განახლებული საბავშვო ოთახი.

2013 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია საბავშვო წიგნებისთვის.

2013 წლიდან ყოველ პარასკევს, გადაცემა სხვა შუა დღეში“ გადის კეკელიძის რუბრიკა ეროვნული

ბიბლიოთეკის იშვიათ წიგნთა საცავიდან – ერთი ძველი ან იშვიათი ქართული წიგნის ისტორია.

2013 წლიდან არის ტელეკომპანია მაესტროს დილის გადაცემის წამყვანი და ვიდეობლოგის

“კვირის აზრები“ მონაწილე.

2014 წელს მისი ინიაციტივით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა საბავშვო ოთახი, ემიგრაციის დარბაზი, ეროვნული ციფრული ფოტომატიანე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზი, ამავე წელს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა შენობა ქუთაისში, სადაც ეროვნული დეპოზიტარიუმის და უცხოელ სტიპენდიანტთა საცხოვრებლის შექმნა გადაწყდა.

2014 ჟურნალ ლიბერალში წერს პუბლიკაციებს ბიბლიოთეკაზე 2014 მისი ინიცატივით ბიბლიოთეკა და ჯეოსელი მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებენ ოჯახ-ოჯახ ფოტოების მოძიებას და გაციფრებას.

2015 წამყვანი გადაცემის “დილა წიგნებისა“ – რუსთავი 2-ზე .

2015 ერთად მერხთან – რადიო შოკოლადი

2015 ვერბალური ანკეტა (ფუნტიმე.გე)

2017 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული კორპუსი – ვახტანგ VI, განახლებულ კორპუსში განთავსებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის სამკითხველოსაკონფერენციო დარბაზი, ბარბარე ჯორჯაძის, ნოდარ დუმბაძის, ვახტანგ როდონაიას, გურამ შარაძის გიგლა ფირცხალავას, ალექსანდრე ქართველის, რაულ ჩილაჩავას, მაქსიმე ბერძნიშვილის და ჯანრი კაშიას საარქივო კაბინეტები.

2017 წლის 17 ნოემბერს, გიორგი კეკელიძის ინიციატივით, გაიხსნა წიგნის მუზეუმი. იგი არის ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ სფეროში. მუზეუმი კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც ვიზუალური, ისე თვისობრივი თვალსაზრისით.

2017-2018 წლებში, გიორგი კეკელიძე მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქმნის სამსეზონიან გადაცემთა სერიალს სასკოლო ლიტერატურაზე – ინტერპრეტაცია“ .

2018 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით მისი ინიციატივით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა დამოუკიდებლობის დარბაზი – სივცრე იწყება მეცხრამეტე საუკუნით, გრძელდება დამოუკიდებლობის წლებით, შემდეგ უკვე ორი 9 აპრილით და თანამედროვე, მავთულხლართებიანი საქართველოთი.

2018 წელს გიორგი კეკელიძე იყო საქართველოს პირველი წარმომადგენელი ლიტერატორთა

მსოფლიო ფორუმზე ჩინეთში.

2018 წელს მისი თაოსნობით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ვაჟა–ფშაველას დარბაზი და განახლებული რეგისტრატურა.

2018 წელს ოდესაში გაიხსნა ქართული ბიბლიოთეკა, რომელიც ორმაცდამეათეა ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ საზღვარგარეთ გახსნილ ქართული წიგნის კუთხეებიდან.

2018 წლის მდგომარეობით მოძრაობა ეკვილიბრიუმი არის ყველაზე ფართო საგანმათლებლო მოძროაბა. საბიბლიოთეკო მიმართულებით. განახლდა, აღგდა და გაიხსნა ცხრაასამდე სოფლის ბიბლიოთეკა, მათ შორის სკოლის ბიბლიოთეკები.

2018 წელს ხდება დილის გადაცემის წამყვანი რუბრიკებით – ლიტერატურა და არქივი.

ამავე წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიბერთი დარბაზში გახსნა პენსიონერთა სკოლა და პოლონეთის სახელმწიფოს ხელშეწყობით ჰრინევსკის სახელობის ხელოვნების ბიბლიოთეკა.

2019 წელს შედგა გიორგი კეკელიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით ქვინსის ბიბლიოთეკაში, ნიუ-იორკში, გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა, ვაშინგტონში. გიორგი კეკელიძე კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს კარლა ჰაიდენს შეხვდა. შეთანხმების მიხედვით კონგრესის ბიბლიოთეკაში ქართული ფონდი

რეგულარულად მომარაგდება ქართული წიგნებით. ამერიკის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს გადმოეცა სრულიად უნიკალური ემიგრანტული თუ საკოლექციო მასალა – ალექსანდრე მანველიშვილის (დენვერი), პეტრე ჭალიძის (ალბანო) და პიტერ სკინერის (ნიუ-იორკი) არქივები.

2019 წელს გიორგი კეკელიძის მიერ დაარსებულმა მოძრაობა ეკვილიბრიუმმა ათასი სოფელი მოიცვა. მოძრაობა გულისხმობს სოფლის ბიბლიოთეკების აღდგენასა და განახლებას - ახალი წიგნები, კომპიუტერები, ინტერნეტი, ტრენინგი, სკვერი-ბიბლიოთეკები, სამკითხველოები წისქვილებში.

2008 წელს გამოსცა პოეტური კრებული “ოდები“. წიგნში ლექსებთან ერთად გაბნეულია სხვადასხვა ცნობილი კრიტიკოსის მარგინალია კრებულის შესახებ და გაფორმებულია დავით მესხის ფოტოებით 2010 წელს კეკელიძის რამდენიმე საბავშვო ლექსი შევიდა ამავე გამომცემლობის მიერ გამოცემულ საბავშვო პოეზიის კრებულში.

2011 წელს გამომცემლობა სიესტამ“ სერიით წიგნი თეფშზე“ გამოსცა გიორგი კეკელიძის პოემა ყორანი“.

2010 წელს კეკელიძის ლექსები წარმოდგენილი ლონდონში, Text/Gallery-ის მიერ მომზადებულ არტ-ინსტალაციაში.

2012 წელს გამოვიდა გიორგი კეკელიძისა და გიგი ხორნაულის მიერ ადაპტირებული ვაჟაფშაველას გველის მჭამელი“ კომიქსად.

2012 წლის მიწურულს გამოვიდა კეკელიძის და მაი ლაშაურის ერთობლივი ალბომი

მინიატურები“ .

2013 გამოვიდა გიორგი კეკელიძის ლექსებზე აგებული ანა სანაიას მინი ფილმი “ამბიენტე“ 2013 წელს ჩაწერა ექსპერიმენტული დუეტი ქეთათო ჩარკვიანთან, რომელიც კეკელიძის ლექსზეა აგებული.

2013 წელს ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე გიორგი კეკელიძის მინიატურების სამენოვანი (ინგლისური, გერმანული, რუსული) თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

2014 წელს გამოვიდა კეკელიძის ლექსების კრებული პოეზია 2008–2013“ (წინასიტყვაობის ავტორი – ზურაბ კიკნაძე).

2014 წელს დაიწყო მუშაობა პროზაულ ნაწარმოებზე გურული დღიურები“. პარალელურად აკეთებდა ვიდეო-სიუჟეტებს რეპრესირებული გურულების ისტორიები“. გურული ქორწინების ისტორიები“ - რომელიც უშუალოდ გურულების მონათხროებზეა აგებული, გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა. 2015 წელს გურული დღიურები“ და კეკელიძის დეტექტივების სერია, რომელიც

გაზეთ კვირის პალიტრას ებმოდა ყველაზე, პოპულარ გამოცემებად იქცნენ. თარგმნილი აქვს რამდენიმე ავსტრიელი პოეტი, მსოფლიოს ლიტერატურული ზღაპრების კრებული ჯადოსნური კარი“, სერგეი დორენკოს რომანი 2008“. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. შეტანილია ქართველი პოეზიის აზერბაიჯანულ ანთოლოგიაში.

ავტორის შემოქმედების ინგლისური თარგმანები და აუდიო-ვერსია განთავსდა საერთაშორისო საიტზე  Lyrikline.org

2017–2019 წლებში გიორგი კეკელიძის “ თომას ზღაპრები“ თურქულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე გამოიცა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზღაპრების გამოცემა პეკინში, ჩინურ ენაზე. ეს არის პირველი ქართული წიგნი, რომელიც ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოიცა.

 

 

ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან >>