
წიკლაური მარიამ
მარიამ წიკლაური, პოეტი. დაიბადა 1960 წლის 18 მარტს, თბილისში. 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივ...
მწერალი, პუბლიცისტი.
დაიბადა 1970 წლის 13 ნოემბერს ქ.თბილისში.
1989 წელს დაამთავრა თბილისის #3 ექსპერიმენტული საშუალო სკოლა;
1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სრული კურსი ჟურნალისტიკის სპეციალობით;
2007 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) PR –სკოლა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალობით;
1992 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში.
2005 წელს გაზეთში “წიგნები” დაიბეჭდა მისი სადებიუტო მოთხრობა “საახალწლო საკითხავი;”
2005 წლიდან თანამშრომლობს ლიტერატურულ გამოცემებთან. მისი მოთხრობები შესულია: .ლიტერატურულ კონკურს “პენ-მარათონი - 2007” და “პენ-მარათონი - 2010” კრებულებში; ასევე ლიტერატურულ კონკურს “წერო-2006” და “წერო-2008” კრებულებში (2008 წლის კრებულში შესულმა მოთხრობამ “მისი სახლი” ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” პრიზი დაიმსახურა);
2009 წელს გამოსცა სადებიუტო მოთხრობების კრებული “ქიშმიშიანი ამბები” (გამომცემლობა “დიოგენე.”);
2010 წელს “ლიტ.სახელების” კონკურსში მოთხრობამ “ანდერგრაუნდი – საიუბილეო პერფორმანსი” მეორე ადგილი დაიმსახურა;
2011 წელს მონაწილეობა მიიღო ლიტვის ლიტერატურულ ფესტივალში;
2010 წელს წიგნი “ქიშმიშიანი ამბები” ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის “საბას” ლაურეატი გახდა დებიუტის ნომინაციაში.
2011 წელს მოთხრობა “რატომ ტიროდნენ ჩვენი მოხუცები” გერმანულ ენაზე ითარგმნა და პროექტის “ვენის ლიტერატურული კაფეების” ფინალისტი გახდა;
2011 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული “ბიშეს ბალიშები” (ელექტრონული სახით);
2013 წელს მონაწილეობდა თსუ 95-ე საიუბილეო წლის ლიტერატურული პროექტში “ RETU-ლიტ.” (პრიექტის ფარგლებში დაწერილი მოთხრობა “კალმუნები” საიბულეო კრებულში შევიდა);
2013 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული “ლიტერატურული პროექტი” (გამომცემლობა “საუნჯე”);
2016 წელს მოთხრობა “ოციდან ოცდაათამდე ცხენისკუდა” ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს “თბილისის” ნომინანტი გახდა;
2017 წელს გამოსცა მცირე რომანი “ცხენისკუდები დილასთვის” (გამომცემლობა “ბაკმი”);
2016-2017 წლებში საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებაზე” მიჰყავდა რუბრიკა “წიგნები ბავშვებისა და მოზარდებისთვის;”
2016 წლიდან ინტერნეტ-ჟურნალ მასწავლებელი.გე-ში აქვეყნებს სტატიებს საბავშვო ლიტერატურუზე;
2007 წელს იყო ლიტერატურულ კონკურსის “წერო” (პოეზიაში) ჟიურის წევრი;
2014 წელს მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსის “მომავლის მწერალი” ჟიურის წევრი;
2010-2017 წლებში სტუდენტური კონკურსის “შემოდგომის ლეგენდა” ჟიურის წევრი.
მაკა ლდოკონენის მოთხრობები ნათარგმნია ლიტვურ, გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებზე. არის თვითნასწავლი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, დასურათებული აქვს თანამედროვე ქართველი ავტორებუს პოეტური და პროზაული კრებულები, საბავშვო წიგნები.
ჰყავს ოჯახი – მეუღლე და ორი შვილი.
ბიბლიოგრაფია:
„„ქიშმიშიანი ამბები“ (`დიოგენე~, 2009)
„ბიშეს ბალიშები“ (2011);
`ლიზიგოგო ფერიაა~ (2017)
`ოციდან ოცდაათამდე ცხენისკუდა (2017)