Accounting Technologies

მანანა ჯოხარიძე

დაიბადა 1953 წლის 4 ივნისს, ქალაქ კასპში. საშუალო სკოლა დაამთვარა ქალაქ გორში.
1969 წლიდან სწავლობდა ზ. ფალიაშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებელში, ხოლო 1973 წლიდან - ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, მუსიკის ისტორიის განხრით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.
1979-2006 წლებში მუშაობდა კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო ათწლედში და ე. მიქელაძის სახ. სამუსიკო კოლეჯში.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 80-იან წლებში. 1986 წელს ჟურნალში `პიონერი“ დაიბეჭდა მისი მოთხრობა `უცნაური ბეჰემოთი ბიბი".
იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებში `დილა", `ლიტერატურული პალიტრა", გაზეთებში `ლიტერატურული საქართველო", `12 მტრედი", აგრეთვე მანანა ჯოხარიძის მოთხრობა შესულია გამომცემლობა `ნაკადულის" მიერ დასტამბულ კრებულში `საბავშვო მოთხრობები" და სახელმძღვანელოებში.
არის ავტორი წიგნებისა `მხიარული ზღაპრების კალათა” და `დოქტორ ლაზარეს უცნაური სტუმარი”.