Accounting Technologies

დოდო ხიმშიაშვილი

ბიოგრაფია

დაიბადა 1923 წლის 15 ივნისს,  ქ. ქუთაისში.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1946 წელს. პირველი მოთხრობა "ჭრელი ხელთათმანები" გამოქვეყნა 1950 წელს. პირველი კრებული "უცნაური დედობილი"-1959 წელს. აღსანიშნავია მისი კრებულები: "თეთრი კენჭი" (1962), "გაზაფხული, მზე და სიყვარული" (1962), "ტატო, ქუდი და ქარი" (1966), "გოლიათი კაკალი" (1969), "ბროლის ციგა" (1972), "ჩემი სოფელი" (1973), "ერთი კალთა სიყვარული" (1978), "კენკრა ტკბილია" (1978), "ვარსკვლავები საჩუქრად" (1984), "ბასარა და ტარაბისო" (1988). 2000 წელს გამოიცა მისი რჩეული "ვინ მივა პირველი საქართველოში", 2005 წელს-მოთხრობების კრებული "დედის ლოცვა", ხოლო 2014 წელს-წიგნი "ყოჩივარდები". თარგმნა ვ. მედვედევის, ბ. კამოვისა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინული და შვედური ზღაპრები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ ენაზე. დაჯილდოებული სახელმწიფო ჯილდოებით, მათ შორის : საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით; პერსონალური პენსიონერი. გარდაიცვალა 2017 წლის 22 დეკემბერს, 94 წლის ასაკში)

 
  • საკავშირო საბავშვო და მხატვრული ლიტერატურის საბჭო, წევრი (1985-)
  • საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირი, წევრი
  • სსრკ მწერალთა კავშირის საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურის სექციის ბიურო, წევრი (1972-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1986 - შიო მღვიმელის სახელობის პრემია
  • შრომის ვეტერანი
  • 2017  იაკობ გოგებაშვილის პრემია

ბიბლიოგრაფია