Accounting Technologies

ნატო კვარაცხელია

დაიბადა 1964 წლის 6 მარტს თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი. 1993-1994 წლებში სწავლობდა შვედური ენის კურსებზე თბილისში.  2000 წელს შვედური ინსტიტუტის დაფინანსებით გაიარა შვედური ენის საზაფხულო კურსი (რანსეტერი, ვერმლანდი, შვედეთი), ხოლო 2001 წელს - შვედური ენის და ლიტერატურის კურსი მალუნგის სახალხო სკოლაში (დალარნა, შვედეთი). 2014 წელს მიწვეული იყო გეტებორგის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე. 1994-1999 წლებში იყო შვედურ-ქართული კულტურის საზოგადოების წევრი. 2018 წელს მუშაობდა შვედური ენის პედაგოგად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 2019-2020 წლებში კი ასევე შვედური ენის პედაგოგად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგია, პარალელურად ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას.

იაკობ გოგებაშვილის საბავშვო ლიტერატურული  პრემიის ფინალისტი ნომინაციაში „წლის საუკეთესო თარგმანი“ - ასტრიდ ლინდგრენის „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“, 2019 წელი. 

მთარგმნელობითი საქმიანობა

საბავშვო წიგნები:

  • ასტრიდ ლინდგრენი „მადიკენი“ (თარგმანი შვედურიდან) – 2005, გამომცემლობა „ჯეოპრინტი“; 2017, სულაკაურის გამომცემლობა;
  • ლოტა გეფენბლადი „“ასტონის ქვები“ (თარგმანი შვედურიდან) – 2011, გამომცემლობა „ზებრა“;
  • ასტრიდ ლინდგრენი „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ (თარგმანი შვედურიდან) – 2018, სულაკაურის გამომცემლობა;
  • ენიდ ბლაიტონი „ცნობილი ხუთეულის“ სერია – „ხუთეული იდუმალ კვალზე“ (თარგმანი ინგლისურიდან) – 2018, სულაკაურის გამომცემლობა;
  • ასტრიდ ლინდგრენი „სახურავის ბინადარი კარლსონი“ (თარგმანი შვედურიდან) – 2019, სულაკაურის გამომცემლობა.

სხვა წიგნები:

  • ინგმარ ბერგმანი „გულახდილი საუბრები“ (თარგმანი შვედურიდან) – 2008, გამომცემლობა „ზებრა“;
  • მაქს ლუნდგრენი „ნამდვილი ამბავი“ (თარგმანი შვედურიდან) – 2010, აპრილი, ჟურნალი „ლიტერატურული პალიტრა“;
  • სელმა ლაგერლეფი „პორტუგალიის იმპერატორი“ (თარგმანი შვედურიდან) – 2011, გამომცემლობა „ზებრა“;
  • სელმა ლაგერლეფი „იერუსალიმი“ (თარგმანი შვედურიდან) – 2013, გამომცემლობა „ზებრა“;
  • კატარინა მასეტი „ტარზანის ცრემლები“ (თარგმანი შვედურიდან) – 2016, გამომცემლობა „ზებრა“.  

შვედურიდან თარგმნილი ფილმები:

  • დოკუმენტური ფილმი „ტრადიცია და დღესასწაული“ – 1999;
  • მხატვრული ფილმი „სორნი“ – 2000;
  • დოკუმენტური ფილმი ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებაზე - 2003.