Accounting Technologies

წიკლაური მარიამ

მარიამ წიკლაური, პოეტი.

დაიბადა 1960 წლის 18 მარტს, თბილისში. 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. მისი პოეზია, საბავშვო ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები, ინტერვიუები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. ამჟამად არის ა(ა)იპ „პოეზიის მეგობართა კლუბის“ დირექტორი და კულტურის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ კოორდინატორი. მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად: გამომცემლობების „ბაკმის“, „გორგას“, „შემეცნების“, „საუნჯის“ რედაქტორი და პროექტების ხელმძღვანელი.

რადიო “ივერია”-ში 2007-2014 წლებში უძღვებოდა საავტორო გადაცემებს: “საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე“, ლიტერატურული სალონი “ერთი საათი” და საზოგადოებრივ-კულტურული გადაცემათა ციკლი „ჩვენი საქართველო“. არის „საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ლიბოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი და საქართველოში „ქართული საბავშვო წიგნის დღის - 27 ოქტომბრის” დაწესების ინიციატორი. რედაქტორობდა ამავე ფონდის ეგიდით 2006-2007 წლებში გამომავალ “საბავშვო ლიტერატურული ალმანახს“.

მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულებში, ანთოლოგიებში, სახელმძღვანელოებში. მის ლექსებზე შექმნილია არაერთი საბავშვო და ლირიკული სიმღერა და მიუზიკლი.

არის 60-ზე მეტი წიგნის რედაქტორი და სხვადასხვა ლიტერატურული პროექტების მონაწილე, მათ შორის, მთარგმნელობითი  და საგანმანათლებლო მიმართულებით.

მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორია 2009 წელს თბილისში გამართული “შვედეთის ინსტიტუტის” მიერ დაფინანსებული შვედურ-ქართული საბავშვო ლიტერატურის სემინარისა; მონაწილეობდა შვედეთში გამართულ საბავშვო მწერალთა და ილუსტრატორთა ვორქშოპში და შვედურ-ქართული პროექტში “საბავშვო ბიბლიოთეკა”.

არაერთი ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრია.

არის სხვადასხვა  ლიტერატურული და საბავშვო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. სმენადაქვეითებულ და ყრუ ბავშვთა სახელმძღვანელოს თანაავტორი, რომელიც გამოსცა საერთაშორისო ორგანიზააციამ „დაიცავი ბავშვები“. ასევე მონაწილეობდა G-prieEd-(Georgia Primary Educational Project)- საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში. არის რამდენიმე  საერთაშორისო პოეზიის ფესტივალის მონაწილე.

თარგმნილი აქვს უკრაინელი, ლიეტუველი, ჩინელი, რუსი, პოლონელი, ინგლისელი, ნორვეგიელი, ბერძენი ავტორების ლირიკული და საბავშვო ლექსები. ეს თარგმანები შესულია სხვადასხვა კრებულებში და გამოცემულია ცალკე წიგნებადაც. მისი პოეზია თარგმნილია ინგლისურ,იტალიურ, გერმანულ, უკრაინულ , რუსულ, ჩეხურ, სლოვაკურ, პოლონურ, ლიეტუვურ, სომხურ ენებზე. ინგლისური თარგმანები შევიდა 2011 წლის „მსოფლიო პოეზიის ალმანახში“. დაბეჭდილია იტალიაში 2014 წელს გამოცემულ ქართული პოეზიის მცირე ანთოლოგიაში „ვაზი და კალამი“, გერმანულ ნაზე გამოცემულ ქალი პოეტების ანთოლოგიაში „მე ბევრი ვარ“, იტალიაში გამოცემულ სამოქალაქო პოეზიის კრებულში „ როცა ქვეყნებს სძინავთ“,  ლიტვური თარგმანები დაიბეჭდა 2012 და 2015 წელს ლიტვურ პერიოდიკასა და საფესტივალო ალმანახებში და კრებულებში. 2016 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოცემულ საბავშვო კრებულში 6 ქართველ ავტორთან ერთად დაიბეჭდა მისი ლექსების რუსულენოვანი თარგმანები.არის შემდგენელი და გამომცემელი პირველი ორენოვანი, ქართულ-ინგლისური ანთოლოგიისა „ქართველი პოეტი ქალები“(2016). მისი ლექსები დაიბეჭდა ლონდონში გამომავალ ალმანახში „POEM-MAGAძINE” და ა.შ.

 

პრემიები, ჯილდოები:

ლიტერატურული კონკურსის “შოთაობა – 2009“ გრან-პრის მფლობელი, პრემია მიენიჭა საუკეთესო ლექსისათვის “ოქროს თევზი”.

2010 წელს მიენიჭა “მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია” და საიუბილეო მედალი საბავშვო ლიტერატურაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.

2011 წელს მის ლირიკულ კრებულს „თეთრი ხბორები“, მიენიჭა თბილისის საკრებულოს მიერ დაარსებული პრესტიჟული ლიტერატურული პრემია “გალა” _ „წლის წიგნის“ ნომინაციაში.

ფონდ “ლიბოსთან” ერთად არის „ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის“ 2010 წლის ნომინანტი საქართევლოდან.

2010 და 2014 წ.წ. მიენიჭა საბავშვო წიგნის II და III ფესტივალების პრიზები “წლის საუკეთესო საბავშვო წიგნის ავტორობისათვის („გასაფერადებელი ლექსები, გამომცემლობა “შემეცნება“ და „ჭიჭიტა“ - გამომცემლობა „ანბანი“).

პოეტ ქალთა კონკურსის „ხვარამზეობის“ არაერთგზის  გამარჯვებული,

ქრისტიანული პოეზიის “წმინდა ნინოს ფესტივალის” ორგზის გამარჯვებული .

ლიტერატურული კონკურსის “ლიტბუნიობის” ორგზის გამარჯვებული (პოეზია, პროზა)

2012 წელს მიენიჭა „ქართული სულის“ წოდება, მედლითა და პრიზით, რომელსაც გასცემს ამავე სახელწოდების ქართული კულტურის ფესტივალი.

2013 წელს გადაეცა პრემია „საგურამო“ პოეზიის ნომინაციაში.

2015 მე-3 ადგილი წელს მინიატურული პროზის კონკურსში „ერთგულება“

2017 წელს მიენიჭა იაკობ გოგებაშვილის პრემია ,პოეზიის ნომინაციაში წიგნისათვის „მხიარული რეცეპტები, და იგივე პრემია 2019 წელს გადაეცა ინოვაციური პროექტის ნომინაციაში გადაცემა“კლუბიდოს“ ავტორობისთვის.

2019 წელს საქართელომ წარადგინა „ალმა-2020“ პრემიის ნომინანტად.

 

 

ბიბლიოგრაფია:

1.“დედის ნამღერი ლექსი“ (საბავშვო წიგნი) _ (1997, თვითგამოცემა)

2. „შეხვედრა“ - ლირიკული კრებული, 2000, (გამომცემლობაბაკმი“)

3. „შემომძახიან ლექსები“ , ლირიკული კრებული - 2001, (გამომცემლობაბაკმი“)

4. „წიკო-მიკო“ (საბავშვო წიგნი) – 2000, (გამომცემლობახატი“)

5. „ბრანდი-ბრუნდი“ (საბავშვო წიგნი) – 2005, (გამომცემლობაბაკმი“)

6. „ნისლის ფრთას გავშლი“ - ლირიკული კრებული - 2006, (გამომცემლობათობალისი“)

7. „მეფარნე“ - ლირიკული კრებული, 2009, (გამომცემლობაზენაარი“)

8. „ნატვრისთვლაო მზისაო“  (საბავშვო წიგნი) – 2009, (გამომცემლობაპეგასი“)

9. „ნანინები“ (აუდიო-დისკით) – 2009 (გამომცემლობაპეგასი“)

10. „გასაფერადებელი ლექსები“ - 2010, (გამომცემლობაშემეცნება“)

11. „თეთრი ხბორებილირიკული კრებული - 2010, (გამომცემლობაპეგასი“)

12. „ჭიჭიტა“  (საბავშვო წიგნი ) - 2011, (გამომცემლობაანბანი“)

13. „ქუჩა და შუქნიშანი“ -  2011, სერიაჭკვიანი წიგნები“, გამომცემლობაგორგა

14. „მხიარული ციფრები“  -  2011, სერიაჭკვიანი წიგნები“, გამომცემლობაგორგა

15. „ვიმეგობროთ საპნის ბუშტთან“ - 2010, სერიაჭკვიანი წიგნები“, გამომცემლობაგორგა

16. „ზღაპარ იყო“ (საბავშვო წიგნი) - 2011, (გამომცემლობაანბანი“)
17. „
მარადისობის რიტუალი“ - 2012, (გამომცემლობასაუნჯე“)
18. „
ქართული ანბანი - ლექსები და სიტყვები“ - 2012  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
19. „
ანბანის სამეფო“- (2012 . გამომცემლობასაუნჯესერიაბიბას წიგნები“)
20. „
მზის დაუჯდომელი“  (2014 წელი, გამომცემლობასაუნჯე“)
21 „
დღეისდღე“ ,-  2015, გამომცემლობაინტელექტი“, სერიაჩანაწერები
22.
გიორგოს სეფერისიშემობრუნება“, 2015, პოეზია, თარგმანები. გამომცემლობაინტელექტისერიანობელიანტები“)
23.
ოდისეას ელიტისი, „შვიდი  დღე  მარადისობისთვის“, 2015, პოეზია, თარგმანები გამომცემლობაინტელექტისერიანობელიანეტბი“)
24. „
მხიარული რეცეპტები“ , 2016, საბავშვო ლექსები და თარგმანები, გამომცემელი ..სეზანი

25.  „დაჯერებისთვის“ -პოეტური კრებული (გამომცემლობა ელლიტი)  ლიტერატურული პრემიისსაბა-2017“ ნომინანატიელექტრონული წიგნებისნომინაციაში

26. „მცხრალი მზე“- (ნატალია ტროხიმის ლექსების თარგმანები, „ნოდარ დუმბაძის სახ. გამომცემლობა და ლიტსააგენტო, 2018)

27. „დღის გახსნა“ – (ვლადას ბრაზიუნასის ლექსების თარგმანები.„ნოდარ დუმბაძის სახ. გამომცემლობა და ლიტსააგენტო, 2018)

28. “ქუჩის გადაჭრა“ – 2018 , ინტელექტი , ლიტერატურული პრემიალიტერასფინალისტი

29.  „დაჯერებისთვის „ -2018 , „ნოდარ დუმბაძის სახ. გამომცემლობა და ლიტსააგენტო)

30. HAPPYSOVIETICUS -პროზა , 2018   „ნოდარ დუმბაძის სახ. გამომცემლობა და ლიტსააგენტო)

31. “უჩვეულო კვირადღე“, ბილინგვა, საბავშვო პროზა, 2020  „ბაკმი

საერთო კრებულები

  1. ანბანი, მხიარული ლექსებით და გამოცანებით - გამომცემლობასიესტა“ 2010
  2. მზეშინა  - საბავშვო პოეზიის ანთოლოგია, გამომცემლობამწერალთა შემოქმედებითი კავშირი“ , 2010
  3. ქართული  საბავშვო პოეზიის ანთოლოგია  - „ მერანი“ , 2016
  4. 50 საბავშვო ლექსი - გამომცემლოაბა   “ლოგოს პრესი“, 2014
  5. საბავშვო ლექსები - მინიატურაშიგამომცემლობასაქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია“, 2017
  6. ჩემი პირველი ქართული ლექსებიბაკურ სუ;ლაკაურის გამომცემლობა, 2011
  7. ცხოველები  - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ხმოვანი წიგნი,  საბავშვო ლექსები, 2010
  8. ჩემი პირველი პოეზიის ანთოლოგია -   საბავშვო პოეზიის ანთოლოგია, გამომცემლობაელფი“ 2013
  9. რას ჩურჩულებს ვარსკვლავი“   -  საბავშვო პოეზიის ანთოლოგია, გამომცემლობა პალიტრა,  2008

უცხოენოვანი კრებულები, რომლებშიც შესულია მარიამ წიკლაურის ლექსების თარგმანები

  1. „VITE E TRALCI“ - ქართული პოეზიის მცირე ანთოლოგია, იტალიურ ენზე, 2014,
  2.  „POEZIJOS PAVASARIA“ კრებული, ლიეტუვურ ენაზე, 2015
  3.  „BIRZELIO SODAI”-12  , ლიეტუვურ ენაზე, 2012
  4. LITAVRY  - ANTOLOGI,  ჩერნიგოვო,   უკრაინულ ენაზე, 2017
  5. PROSTO NEBO –ANTOLOGIA CUCHSNOI GRUZINSKOI POEZII,  უკრაინულ ენაზე, 2017  
  6. AUTHORS READING MONTH,  2017
  7. ICH BIN VIELE – FRAUENSTIMMEN AUS GEORGIEN  ,POP VERLAG , გერმანულ ენაზე, 2018
  8.  KAMESHEK I VOLNA , DETSKIE  STIXI – რუსულ ენაზე , 2016
  9. ქართველი პოეტი ქალები - Georgian Female Poets: ორენოვანი ანთოლოგია,  ქართულ-ინგლისურ ენებზე, 2016
  10.  DEN KAUKASISKA FALLENHETEN -28 samtidspoeter fran Georgien (smoskadoll) შვედურ ენაზე, 2018

და რამდენიმე ელექტრონული წიგნი.

პოეტური კრებული „“დაჯერებისთვის“ გახდა ლიტერატურული პრემიის „საბა-2017“ ნომინანატი „“„ელექტრონული წიგნების“ ნომინაციაში; ხოლო პოეტური კრებული „ქუჩის გადაჭრა“  პრემია  „ლიტერა-2019“  ნომინანტი.

 

ინტერვიუ მარიამ წიკლაურთან>>

 

ინფორმაცია ინტერნეტში:

https://mariamtsiklauriauthor.wordpress.com/

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9B_%E1%83%AC%E1wignebi%83%98%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98

 წიგნები: