Accounting Technologies

მალაციძე ირმა

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ხაშურში, 1968 წელს. დაამთავრა ქ.ხაშურის მე-3 საშუალო სკოლა. 2002 წელს დაამთავრა შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს ჟურნალისტად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, გაზეთებში „ალია“, „რეზონანსი“, „ჯორჯიან თაიმსი“, სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებსა და ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში.

მისი, როგორც საბავშვო მწერლის დებიუტი შედგა 2003 წელს, ჟურნალ “დილის” მიერ ორგანიზებულ კონკურსში “ახალი სახელები ქართულ საბავშვო მწერლობაში”. ამის შემდეგ ავტორი სისტემატიურად იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებში გამოცემებში: “არილი”, “პარნასი”, “ჩვენი მწერლობა”, “ლიტერატურული პალიტრა”, “ალტერნატივა”, საბავშვო პერიოდულ გამოცემებში “დილა”,”ჯეჯილი”, “ციცინათელა”, “12 მტრედი”, “12-მდე”, “ნაკადული”, “ანო და ვანო” და სხვ.

“პირველი საბავშვო წიგნი „სატკბილეთის ქვეყანა“ გამოიცა 2004 წელს (ბაკურ სულაკაურის გა-მომცემლობა). ამავე წელს გამომცემლობა „სიესტამ“ გამოსცა ავტორის პროზაული კრებული „ფა-ტია“, რომლიც გახდა ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტი ნომინაციაში „საუკეთესო პროზაუ¬ლი კრებული“.

“ირმა მალაციძის მოთხრობა “სოლომონა”, რომელიც შეიქმნა ლიტერატურული კონკურისს ფარ-გლებში “პენ-მარათონი 2003”, შესულია საუკეთესო ათეულში;

გაზეთ “ჩვენი მწერლობის” მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში “ლუარსაბ თათქარიძე” საუკეთესო ოცეულში შევიდა ირმა მალაციძის მოთხრობა “ტორტი”;

“ირმა მალაციძის მოთხრობები შესულია სხვადასხვა კრებულში “წლის 15 საუკეთესო მოთხრობა” (2005წ.), “ქალი-სახე და პრობლემა”, “დილა-100”, “ხიდი” და სხვა.

2006 წელს ირმა მალაციძემ პოეტ მარიამ წიკლაურთან ერთად ჩამოაყალობა საბავშვო ლიტერატურ¬ის განვითარების ფონდი, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. ფონდის ინიციატივით საქართველო¬ში დაარსდა ქართული საბავშვო წიგნის დღე (27 ოქტომბერი), დაარსდა “საბავშვო ლიტერატურის ალმანახი“, განახორციელა არაერთი პროექტი. 2013 წელს ფონდის ორგანიზებით შეიქმნა ვებ-გვერ¬დი “ჩემი სამყარო” განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის და მათი მშობლებისათვის.

საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი 2010 წლის ოქტომბერში შევიდა ასტრიდ ლინდგრე-ნის პრემიის ნომინანტთა სიაში.

პროექტები

2006 წელს ავტორმა გამახორციელა საქველმოქმედო პროექტის "ზღაპრები ირმა მალაციძისაგან” ავტორი (10 ზღაპრის აუდიოჩანაწერი, რომლის გმირებსაც ახმოვანებენ ცნობილი პოლიტიკოსები). აუ¬დიო-კასეტები უფასოდ გადაეცა უსინათლო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.

არის ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი აუდიოზღაპრების ავტორი, რომელიც შეიქმნა გაეროს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” დაკვეთით (2004);

“მეზღაპრის სახლი”-აუდიოალმანახი საბავშვო მწერლების გახმოვანებით, (2008);

თოჯინების მინი-თეატრის “მეზღაპრის სახლის” დამაარსებელი;

შვედურ მხარესთან ერთად ორგანიზებას უწევდა საბავშვო ლიტერატურის ქართულ-შვედურ სემი¬ნარს, რომელიც ჩატარდა ორ ეტაპად-2009 წ. ნოემბერში-თბილისში და 2010 წ. მაისში-სტოკჰოლმში.

ჩართულია თბილისში ინოვაციური ქართულ-შვედური საბავშვო ბიბლიოთეკის შექმნის პროექტში;

საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ეგიდით ორგანიზებას უწევდა შვედურ-ქართული სემინარსა და ვორკ-შოფს თემაზე “საბავშვო ბიბლიოთეკები”;

ბიბლიოგრაფია

“სატკბილეთის ქვეყანა” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”).

“ფატია” (პროზაული კრებული. გამომცემლობა “სიესტა”, 2004)

“ქერამუჭას სკოლა” (საბავშვო პროზა, 2005);

ვლადიმერ ვისოცკი “ვენური არდადეგები” (თარგმანი, გამომცემლობა “სიესტა”, 2009წ)

“ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში” (საბავშვო პროზა, გამომცემლობა “პეგასი”, 2009)

“სამშვენიეროს ლამაზმანები” (გამომცემლობა “შემეცნება”, 2010წ.)

„ციყვის მინი-მარკეტი“ ( გამომცემლობა „გორგა“, 2009წ.)

“მე მინდა ვიყო...” (გამომცემლობა, 2009წ.)

“საბავშვო პიესების კრებული” (გამომცემლობა “უნივერსალი”, 2011წ.)

“სახალისო ანბანი გამოცანებით” (2012 წ.)

“ხელნაკეთი ზღაპრები” (გამომცემლობა “საუნჯე”, 1013 წ.)

“ექიმი კოდალა” (თერაპიული ზღაპრები) არტანუჯი 2016.

“ანდაზები-არაკები” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2016.)

საბავშვო პიესები:

“სატკბილეთის ქვეყანა” და “თავქუდმოგლეჯილი ბიჭის ამბავი” დაიდგა ქუთაისის თოჯინების თეატრის სცენაზე, (2009);

“წითელი, ყვითელი, მწვანე”-საბავშვო თეატრი “მულტი-პულტი”;

“საახალწლო ზღაპარი”-საბავშვო თეატრი “მულტი-პულტი”;

ჯილდოები და პრემიები:

„პენ-მარათონი 2018“ - პირველი ადგილის მფლობელი;

იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი – 2017 წ.

იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი – 2016 წ.

ჟურნალი “დილა” - “ახალი სახელები ქართულ საბავშვო მწერლობაში” - პირველი ადგილის მფლობელი;

ლიტერატურული კონკურსი “ოდეონი” ორგზის გამარჯვებული (I ადგილი);

“ლიტერატურატურული მესხეთის” პოეტური კონკურსი – “ლიტერატურატურული მესხეთის” პოეტური კონკურსი – I ადგილი;

ლიტერატურული პრემია “საბა 2014” - ნომინანტი;

ლიტერატურული მარათონის “თუთა” - ფინალისტი;

ლიტერატურულ კონკურსი "ლუარსაბ თათქარიძე"-ფინალისტი;

"პენ"მარათონი 2003"-საუკეთესო ათეული;

ლიტერატურული კონკურსის “ლიხს იქით და ლიხს აქეთ” - III ადგილი;

ლიტერატურული კონკურსი “ხვარამზეობა” - ფინალისტი;

“ლექსების გამოფენა” - ფინალისტი;